ალბანის უნივერიტეტის (აშშ) ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ლუიზ-ენნ მაკნატის ლექციები თსსუ–ში

2012 წლის 29-30 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ალბანის უნივერიტეტის (აშშ) ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატიკის დეპარტამენტის პროფესორი, თსსუ საპატიო დოქტორი, ლუიზ-ენნ მაკნატი, რომელმაც თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მაგისტრანტებისათვის წაიკითხა ლექციები:
- “სწავლების მოდელი”;
- „მონეცამთა ხარისხობრივი ანალიზი“;
- „რეგრესიული ანალიზის მეთოდების შესავალი“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.