ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური (ოსკი) გამოცდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 
 
 
 

2012 წლის 25–27 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის ქართული და ინგლისურენოვანი სექტორის მეხუთე კურსის სტუდენტთა მოდელირებული ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა (ოსკი).
გამოცდა ორგანიზებული იყო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული JSI–ის პროგრამა შენარჩუნების-ის მხარდაჭერითა და ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორის ბაბილ სტრეი-პედერსენის მეთოდური დახმარებით.

დამკვირებლის სტატუსით გამოცდას ესწრებოდნენ USAID GEORGIA-იას საქართველოს ოფისის მთავარი მრჩეველი ჯანმრთელობისა და ინფექციური დაავადებების საკითხებში თამარ სირბილაძე, USAID SUSTAIN-ის ტექნიკური მენეჯერი ლია უმიკაშვილი, თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინა ჩიქოვანი და მისი მოადგილე ქეთი კავთიაშვილი, თსსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსხურის მთავარი სპეცილისტი, პროფესორი ნინო კილაძე.

გამოცდა ჩატარდა კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, ე.წ. 12 “სადგურში” (12 ოთახი). თითოეულ სადგურში წარმოდგენილი იყო განსხვავებული დავალება და შესრულების განსხვავებული მეთოდები, რომლის მიხედვითაც შეფასდა კანდიდატის კლინიკური უნარების ცოდნის დონე ინტერაქტიური ან არაინტერაქტიური დავალებებით; თითოეულ სადგურში დავალების შესრულებისთვის განსაზღვრული იყო 7 წუთი, ხოლო სადგურებს შორის გადაადგილებაზე – 1 წუთი. თითოეულ სადგურში შესვლა და გამოსვლა რეგულირდებოდა ხმოვანი სიგნალის მეშვეობით. სტუდენტების შესაფასებლად გამოიყენებოდა თანამედროვე პროტოკოლებზე დაფუძნებული ობიექტური შეფასების სისტემა.

მსოფლიო საგამოცდო სისტემაში ოსკი პირველად შემოთავაზებული იქნა 1960 წელს, ხოლო 1970 წლიდან ფართოდ დაინერგა მედიცინაში. ოსკი ერთადერთი მეთოდია, რომელიც რეალობაზე დაფუძნებულ სიმულირებულ გარემოში ავლენს სტუდენტის კლინიკურ უნარ–ჩვევებს, კომუნიკაციურ უნარებს, უზრუნველყოფს პაციენტების უსაფრთხოებას; გამოიყენება სტანდარტირებული შეფასება.

26 ივნისს მოწვეული პროფესორი ბაბილ სტრეი-პედერსენი იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიs პროპედევტიკის კათედრაზე, სადაც დაესწრო კლინიკურ გამოცდას მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორის მესამე კურსის სტუდენტებთან. თითოეულ სტუდენტს შესასრულებელი ჰქონდა რვა კლინიკური დავალება. თითოეული დავალებისთვის განსაზღვრული იყო 5 წუთი. ყველა დავალება სრულდებოდა ერთმანეთისგან განცალკევებულ ოთახებში. გამოცდაზე რვა გამომცდელი პროფესორიდან ექვსი მოწვეული იყო სხვადასხვა დეპარტამენტიდან, რომელთაც სტუდენტების სწავლებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

დასასრულს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, პროფესორმა ბაბილ სტრეი-პედერსენმა დადებითად შეაფასა გამოცდის ჩატარდების დონე, აღნიშნა, რომ გამოცდა არის ობიექტური, კარგად დაგეგმილი და სრულდება საერთაშორისო დონეზე.

გამოთქვა საკუთარი შეფასებები და რეკომენდაციები ოსკი–ს ტიპის გამოცდის დანერგვასთან დაკავშირებით.

27 ივნისს პროფესორმა ბაბილ სტრეი-პედერსენმა თბილისის სახელმწიფო სამედიციონო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია - „ქალთა ჯანმრთელობა“.