2012 წლის 22-25 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ნიუ-იორკის იეშივას უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინისა და პათოლოგიის კოლეჯის პროფესორი სანჯივ გუფთა და თელ-ავივის (ისრაელი) ღეროვანი უჯრედებისა და სიმსივნეების ცენტრის სამეცნიერო დირექტორი, პროფესორი შიმონ სლავინი, რომლებმაც თსსუ-ის სტუდენტებს წაუკითხეს ლექციები:
პროფესორი სანჯივ გუფთა:
- „ახალი თერაპიის პრინციპები. ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს“;
- „ვილსონის დაავადების პათოფიზიოლოგიური მექანიზმები“.
პროფესორი შიმონ სლავინი:
- „გენერაციული და სიბერის საწინააღმდეგო მედიცინა – სიცოცხლე დიდხანს და უკეთესად“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
![]() პროფესორი სანჯივ გუფთა |
![]() პროფესორი შიმონ სლავინი |