ესეების კონკურსს: - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მართავს სტუდენტური ესეების კონკურსს: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს.

ღონისძიებასთან დაკავშირებით შიდა საუნივერსიტეტო ეტაპზე შეირჩევა 2 საუკეთესო ნაშრომი, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. 

კონფერენციის ნაშრომების სავარაუდო საკითხები შესაძლოა შეეხებოდეს: დამფუძნებელი კრების არჩევნების საარჩევნო სისტემას, საარჩევნო პროცესს, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს, საარჩევნო პროგრამებს, საარჩევნო კამპანიას, არჩევნების შედეგებს, დამფუძნებელი კრების შემადგენლობას, კრების კომისიებისა და ფრაქციების მუშაობას, კრების საქმიანობაში ქალთა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას, კრების ზოგად კანონშემოქმედებითობას, კრების მიერ მთავრობის კონტროლსა და სხვ.

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტის მიერ შექმნილ საბოლოო სტატიაში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურა.

გთხოვთ, ნაშრომები გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@tsmu.edu