თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი გრანადის უნივერსიტეტში

2012 წლის 3-8 ივნისს, TEMPUS-ის პროექტ MUMEENA-ს ფარგლებში, გრანადას უნივერსიტეტში (ესპანეთი) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ია ფანცულაია, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, პროფესორი მაია ოკუჯავა...
სამუშაო ვიზიტი მიზნად ისახავდა გრანადის უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევის სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადმიური პერსონალის გადამზადების ცენტრისთვის შესაბამისი მოდულის შედგენას და მედიცინის ფაკულტეტის კურიკულუმისთვის სამეცნიერო კვლევის კურსის შემუშავებას. განხილული იქნა, აგრეთვე, სამცნიერო უნარების შეფასების მეთოდოლოგია და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სამეცნიერო ლიტერაურის ძიების პროცესში. 

დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ გრანადის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევებს, სამეცნიერო უნარების სწავლების მეთოდებს, დაესწრნენ სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების პრეზენტაციას. ტრენინგის დროს თსსუ-ს დელეგაციამ წარმოადგინა საკუთარი ხედვა უნივერსიტეტში სამეცნიერო უნარების სწავლების შესახებ პრეზენტაციის სახით, რომელმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.



ვიზიტის დასარულს, განხილულ იქნა თსსუ-სა და გრანადის უნივერსიტეტს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.