2011/2012 სასწავლო წელი თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორი დაამთავრეს მსოფლიოს 8 ქვეყნის 30 სტუდენტმა

2012 წლის 15 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “წითელ დარბაზში” ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი...

ცერემონიალს ესწრებოდნენ თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინა ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ია ავალიანი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი და მისი მოადგილე, პროფესორი დავით თოფურია.

2011/2012 სასწავლო წელს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორი დაამთავრეს მსოფლიოს 8 ქვეყნის 30 სტუდენტმა (საქართველო, თურქეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა, მავრიტანია, სირია, შვედეთი, ტრინიდადი და ტობაგო).

კურსდამთავრებულებს, დიპლომთან ერთად, გადაეცათ საავტორო მედლები, თბილისის სახელლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 80 წლის აღსანიშნავად გადაღებული საიუბილეო ფილმი, წიგნი და სამახსოვრო ფოტოები.

8 ინდოელ დიპლომისშემდგომი სწავლების კურსდამთავრებულს გადაეცა სპეციალისტის მომზადების სერტიფიკატი.

დასასრულს უცხოელმა სტუდენტებმა დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.