თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული თეატრი “ჰიგია” 10 წლისაა

2012 წლის 14 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა თეატრმა “ჰიგია” დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა...

საიუბილეო საღამოზე წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები 10 წლის განმავლობაში დადგმული ყველა სპექტაკლიდან, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თეატრ „ჰიგია“–ს ყველა თაობის მსახიობები. 

საღამოს უძღვებოდნენ მსახიობები თამუნა ნიკოლაძე და აპოლონ კუბლაშვილი, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაახსენეს მაყურებელს როდის და როგორ დაიბადა დაარსების იდეა, შეიკრიბნენ ნიჭიერი ახალგაზრდები და დაიწყეს თეატრის შექმნისთვის თავდაუზოგავი შრომა. 2001 წელს თეატრს “ჰიგია” ეწოდა. დღიდან დაარსებისა თეატრის რეჟისორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიის და ციტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი ნათია გუჯაბიძე.

2001 წლიდან 2012 წლამდე თეატრ “ჰიგია”-ს დადგმული აქვს 10 სპექტაკლი:

1. “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი” (2001 წლის 29 იანვარი );
2. „ოცნების ლაბირინთი“ (2002 წლის 20 მაისი);
3. “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” (2003 წლის 17 მაისი);
4. “კუნძული” (2005 წლის 17 დეკემბერი);
5. “ჭინჭრაქა” (2006 წლის 5 მაისი) ;
6. “გამოცდა” (2007 წლის 25 მაისი);
7. "ზაფხულის ღამის სიზმარი” (2008 წლის 24 აპრილი);
8. “ჭრილობა” (2009 წლის 4 ივნისი);
9. “ქეთო და კოტე” (2010 წლის 27 ნოემბერი);
10. “ომობანა” (2011 წლის 16 მაისი).