კლასიკური მუსიკის საღამო

2012 წლის 11 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილების სტუდენტებმა კლასიკური მუსიკის საღამო მოაწყვეს. ხელმძღვანელი გოდერძი ჩიტაიშვილი...

გამართულ საღამოზე მონაწილეობდნენ სტუდენტები: ანა არაბიძე, შორენა კოჭლამაზაშვილი, რეზი ლაშქარაშვილი, ხათუნა ლობჟანიძე, გიორგი მათიაშვილი, ნათია მიდელაური, სოფიკო ყრუაშვილი, გიორგი ჩანგაშვილი, მარიამ ჯაიანი. სტუდენტებმა შეასრულეს კლასიკოსების: შოპენის, ბეთჰოვენის, ბრამსის, შუბერტის, ჰენდელის, ლისტის, რახმანინოვის, აზარაშვილის საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოებები.