„Teddy bear Hospital(Pharmacy)“

2012 წლის 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის, „ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის“ და „ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო პროექტი „Teddy bear Hospital (Pharmacy)“...

საქველმოქმედო აქციის მიზანს წარმოადგენდა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელების ინტეგრირება საზოგადოებაში, ბავშვებში ექიმის და ზოგადად თეთრი ხალათის მიმართ შიშის სინდრომის გაქრობა.

 ღონისძიების ფარგლებში, თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პედიატრებმა გასინჯეს 30 აღსაზრდელი, ხოლო კომპანია „ბარამბო“–მ და აქციის „Teddy bear Hospital (Pharmacy)“ ორგანიზატორებმა გადასცეს საჩუქრად ტკბილეული, სხვადასხვა სათამაშოები, სახატავი საშუალებები და გასაფერადებლები.