კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის 75 წლის იუბილე

2012 წლის 7 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „წითელ დარბაზში“ ჩატარდა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 75 წლის საიუბილეო საღამო...

საღამოს უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფუნქციური მორფოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ციბაძე და პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ პეტრიაშვილი. 

 
 
 

იუბილარს საიუბილეო თარიღი მიულოცა თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა დავით ჭავჭანიძემ და გადასცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ლოგო.

ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 75 წლის საიუბილეო საღამოს ცოცხალი მუსიკით აფორმებდნენ: თსსუ–ის ქალთა ხალხურ საკრავთა ანსამბლი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები – თამარ ჭავჭანიძე, მარიამ ხიტარი, ანა ბარამიძე, მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ჩანგაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი შორენა კოჭლამაზაშვილი, ახლაგაზრდა შემსრულებლები ნუცა ბურჯანაძე, დეა ტრაპაიძე, სალომე ორკოშნელი, ეკატერინე დვალი, ლელა ქუმსიაშვილი, ნატა ბაკიძე, ლიზა ციბაძე, ნიკო ბერიძე; როიალთან აკომპანიმენტს უწევდა თამარ არჩვაძე.

საიუბილეო საღამოზე კომპოზიტორის მეუღლის მანანა დანგაძის ლექსები წაიკითხეს პროფესორმა თემურ პეტრიაშვილმა და ავტორმა.

დასკვნით ნაწილში კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა საჩუქრად გადასცა თსსუ–ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრს საკუთარი სიმღერების კრებული და შეასრულა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის მანანა დანგაძის ლექსზე დაწერილი სიმღერა „ჩემო ქართულო მიწავ“.

გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 75 წლის საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ თსსუ–ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, კომპოზიტორის ოჯახის წევრები, სკოლისა და კონსერვატორიის მეგობრები და იუბილარის თაყვანისმცემლები.