ოქსფორდის პოლიტიკის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი, მიდლესექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ბიზნესის სკოლის მოწვეული პროფესორის, მაიკლ ჯონსის ლექციები თსსუ–ში

2012 წლის 4-8 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ოქსფორდის პოლიტიკის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი, მიდლესექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ბიზნესის სკოლის მოწვეული პროფესორი მაიკლ ჯონსი, რომელმაც თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:

- “ექიმები და მართვის პრობლემები”;
- “ჯანდაცვის მომსახურების რემოდელირების დაგეგმვა და მართვა სხვა სისტემების მაგალითზე”;
- “ათი მაღალი გავლენის მქონე ცვლილება”;
- “როგორ ავიცილით თავიდან ჯანდაცვის სფეროში მარკეტინგული მართვის წარუმატებლობა?”;
- “როგორ უნდა ვიცუროთ „ზვიგენებთან“ ერთად”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.