2018 წლის 17, 23 თებერვალს, 2, 9, 16, 23 მარტს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ,,განვითარების პედიატრია - ჯანმრთელი მომავალი“ რიგით მეორე ტრენინგ-კურსი. პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ნენონატოლოგთა ასოციაციის ინიციატივით მომზადდა და ის პედიატრიისა და ნეონატოლოგიის სფეროში არსებულ უმნიშვნელოვანეს ასპექტებს მოიცავს .
პროგრამა სამწლიანია, ხოლო კურსის ხანგრძლივობა ექვსს დღეს მოიცავს.
პირველი ჯგუფმა უკვე გაიარა ტრენინგი და ის 2 თებერვალს დასრულდა.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი ,,სხდომათა დარბაზი“.