მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის ვილჰელმ გრისჰაბერის ლექციები თსსუ-ში

2012 წლის 30 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი ვილჰელმ გრისჰაბერი.

გერმანელმა კოლეგამ თსსუ-ის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:

- “სამედიციცინო ტერმინოლოგიის სწავლების სპეციფიკა”;

- “არის ენა ინფორმაციის გავრცელების საშუალება, თუ უფრო მეტი რამ? უცხო ენა და უცხო ენის სწავლება”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.