2019 წლის 14 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირებაზე რეგისტრაციისთვის ვიწვევთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VII, VIII, IX, X სემესტრისა და საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.
სტაჟირების ხანგრძლივობა:
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - 5 კვირა
საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის - 2 თვე
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 418).
გასაუბრების პირველი ეტაპი ჩატარდება 11 მარტს 15:00 საათზე.
მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი N 29, თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრი, I სასწავლო შემაერთებელი კორპუსი, II სართული, ოთახი 204.
გთხოვთ, გასაუბრებაზე თან იქონიოთ ფოტოსურათიანი CV.