მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მარინა ჩიბისოვას ლექცია თსსუ–ში

2012 წლის 1 ივნისს, ფინური კომპანია “PLANMECA”-ს ოფიციალური მოვლინებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის თანადგომით და მხარდაჭერით, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრი ‘HBI-dentImplant”-ის უშუალო ორგანიზებით და “PLANMECA”-ს ოფიციალური წარმომადგენელის საქართველოში – შპს „SapaRus”-ის თანამონაწილეობით, ჩატარდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მარინა ჩიბისოვას ლექცია-სემინარი თემებზე:

     

– „სამგანზომილებიანი დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფია [დენტალური მოცულობითი ტომოგრაფია, კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია (CBVT)] ამბულატორიულ სტომატოლოგიაში, ყბა-სახის ქირურგიასა და ოტორინოლარინგოლოგიაში. მეთოდის ფიზიკურ-ტექნიკური თავისებურებები, ჩვენება. ყბა-კბილთა სისტემისა და ყბა-სახის მიდამოს კვლევის ალგორითმი და მეთოდიკა "Planmeca"-ს სხვადასხვა სახის დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფების ("ProMax 3D s", "ProMax 3D", "ProMax 3D MID", "ProMax 3D Max") გამოყენებისას“;
– „CD-ROM-ზე აღბეჭდილი CBVT მონაცემების დამუშავების თავისებურებები (კომპიუტერული პროგრამა "Romexis"-ი) Viewer-ის რეჟიმში“;

– „სხვადასხვა სახის სამგანზომილებიანი დენტალური CT – სკანერების შედარებითი დახასიათება“;

– „კონუსურ-სხივური მოცულობითი ტომოგრაფიის ფართო სადიაგნოსტიკო შესაძლებლობები ყბა-კბილთა სისტემის, ყბა-სახის მიდამოს, ზედა ყბისა და პარანაზალური წიაღების და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით“;

– „თერაპიულ, ქირურგიულ და ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიაში, ორთოპედიასა და ორთოდონტიაში პაციენტთა კვლევის ალგორითმი თანამედროვე სხივური დიაგნოსტიკის საშუალებით“;

– „დენტალური მოცულობითი ტომოგრაფიის გამოყენება თერაპიულ სტომატოლოგიაში, ენდოდონტიასა და პაროდონტოლოგიაში. გართულებებისა და შეცდომების დიაგნოსტიკა. ვირტუალური დაგეგმარება იმპლანტაციაში და ქირურგიულ და ორთოპედიული მკურნალობისას. მოცულობითი ტომოგრაფია ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიურ დაავადებათა და ანომალიების დიაგნოსტიკაში და ორთოდონტიული მკურნალობის დაგეგმარებისას“;
– „ყბა-კბილთა სისტემის, ყბა-სახის მიდამოს, ზედა ყბისა და პარანაზალური წიაღების და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებებისა და დაზიანებების, კეთილი და ავთვისებიანი წარმონაქმნების რენტგენოდიაგნოსტიკა კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით“;

– „სტანდარტული რენტგენოლოგიური მეთოდების (ორთოპანტომოგრაფია და რადიოვიზიოგრაფია) და დენტალური მოცულობითი ტომოგრაფიის შედარებითი დახასიათება“;

„ფინური კომპანია "Planmeca"-ს Promax სერიის დანადგარების საშუალებით ამბულატორიული სტომატოლოგიის სხვადასხვა დარგში ჩატარებული კლინიკურ-რენტგენოლოგიური კვლევის მასალების ჩვენება და ანალიზი“.