სამსუნის (თურქეთი) ონდოკუზ მაის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები თსსუ-ში

2012 წლის 28 მაისიდან პირველ ივნისამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია სამსუნის (თურქეთი) ონდოკუზ მაის უნივერსიტეტის დელეგაცია: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორ ალი ჰეიდარ შაჰინოღლუ, სამსუნის ონდოკუზ მაის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ვიცე–დეკანები: პროფესორი ფაკურ ბაგირისი და პროფესორი ჰასი ომერ ტონტუსი, ანატომიის დეპარტამენტის პროფესორი ბუნიამის შაჰინი, ფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ერდალ აგარი, კარდიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი შერკან იუკსელი, დერმატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ეშრა პანსარ იუკსელი.

     

თურქმა პროფესორებმა თსსუ–ის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები ანატომიის, ფიზიოლოგიის, დერმატოლოგიისა და კარდიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე:

     

„დერმატოფიტოზი”; “დერმატოლოგიური მანიფესტაციები, სისტემური დაავადებების მქონე პაციენტებში”; „აფთოზური წყლულები";„ფსორიაზი ვულგარისი და ახალი სისტემური მკურნალობის მოდალობები“; “გულის ანატომია”; “მამაკაცის გენიტალიები”; “თავის ტვინის ნახევარსფეროები და კორტიკალური ზონები “; “ნათხემის ანატომია”; “რადიოლოგიური გამოსახულებების სტეროლოგიური დამუშავება”; “სისხლის წნევის რეგულაცია”; “გულის ფუნქცია (ანიმაცია)”; “მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფიზიოლოგია”;
“ქალის რეპროდუქციული სისტემის ფიზიოლოგია”; “თავის ტვინის ელექტროფიზიოლოგიური ჩაწერის მეთოდიკა”.

     

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.