სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

2019 წლის 12 მარტს დანიშნულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტიდან წარმომადგენლების არჩევნები.

არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი.

არჩევნები ჩატარდება 2019 წლის 12 მარტს, სამშაბათს 08:00 საათიდან და დასრულდება 17:00  საათზე. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, საბჭოების სხდომათა დარბაზი.