მე-6 საერთაშორისო კონფერენცია კიბოს იმუნოთერაპიასა და იმუნომონიტორინგში

29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება ,,მე-6 საერთაშორისო კონფერენცია კიბოს იმუნოთერაპიასა და იმუნომონიტორინგში", რომლის ლოკალური ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 

ადგილობრივ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ადგილობრივი მონაწილეებისთვის დაწესდა შეღავათიანი სარეგისტრაციო თანხა, რომელიც შეადგენს 150 ლარს, ნაცვლად 550აშშ დოლარისა (სრული ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: https://www.canceritim.org/2019-tbilisi 

სარეგისტრაციო შენატანი ირიცხება შემდეგ ანგარიშზე: GE15VT6600008883333608 GEL.

აბსტრაქტებისა და პოსტერული მოხსენების შესახებ ინფორმაცია იხ. მისამართზე: https://www.canceritim.org/abtsracts-posters   
აბსტრაქტების მიღება ხდება 15 მარტამდე.