ცხადდება კონკურსი ერასმუს + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი. http://www.usc.es/

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს გარდა პირველი, მეორე, მეთერთმეტე და მეთორმეტე სემესტრის სტუდენტებს.

ასევე სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს.

სტუდენტების შესარჩევი პროცესი:

* ენის ცოდნა (ინგლისური ენა B2); სასურველია ესპანური ენის ცოდნა (A2) დონეზე;

* მაღალი GPA;

დოკუმენტაციის შემოწმება საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურში და აპლიკანტებს გაესაუბრება შესარჩევი კომისია.

მონაწილეთა შესარჩევი პერიოდია 25/03/2019 დან 07/04/2019–მდე.

ერასმუს პროგრამის ინსტიტუციური კოორდინატორი ესპანური უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ატვირთავს შერჩეული სტუდენტის საბუთებს. გასაუბრება ჩატარდება 27 მარტს 4 საათზე;

გასაუბრების ადგილიოთახი 418 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი.

საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მოხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

* პასპორტის ასლი 

* ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ბეჭდით დამოწმებული);

* ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ბეჭდით დამოწმებული); 

* CV- ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდის); 

* მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდის

* შევსებული სასწავლო ხელშეკრულება 

* ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი

სწავლის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (2019 წლის შემოდგომის სემესტრი)

გრანტი მოიცავს: ყოველთვიური სტიპენდიას და ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას .

შერჩეულმა კანდიდატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

იხილეთ პრეზენტაცია:
იხილეთ ინსტრუქცია: