კავკასიის საუნივერსიტეტო ასოციაციის II კონგრესი

2012 წლის 3-5 მაისს კავკასიის საუნივერსიტეტო ასოციაციის II კონგრესზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე.

კონგრესზე მონაწილეობდნენ საქართველოს, თურქეთის, ირანის, ყირღიზეთის და აზერბაიჯანის 24 უნივერსიტეტის დელეგაციები, აჭარის მთავრობის და თურქეთის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლები.

     



უნივერსიტეტის ხელმძღვანელები შეხვდნენ თსსუ-ის თურქეთის პარტნიორ უნივერსიტეტების რექტორებს – პროფესორ ჰიკმეთ კოჩაკს – (ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტი), პროფესორ არიფ ილმაზს – (რიზეს რეჯებ ტაიპ ერდოგანის უნივერსიტეტი), პროფესორ ირფან ასლანს – (აგრის უნივერსიტეტი), პროფესორ საამი ოზქანს – (ყარსის უნივერსიტეტი). შეხვედრაში მონაწილეობა მიღიეს პროფესორმა რამაზან ქორქმაზმა – (კავკასიის საუნივერსიტეტო ასოციაციის პრეზიდენტი, არდაგანის უნივერსიტეტის რექტორი – თურქეთი) და პროფესორ Yთინა გელაშვილმა – (კავკასიის საუნივერსიტეტო ასოციაციის თანაპრეზიდენტი, ახალციხის უნივერსიტეტის რექტორი).

გულთბილი შეხვედრების დროს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიური მონაწილეობისა “მევლენას” გაცვლით პროგრამებში (აღნიშნული პროგრამა დამტკიცებულია თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს მიერ).

კონგრესზე თბილისის სახელმწიფო სამდიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია არჩეულ იქნა კავკასიის საუნივერსიტეტო ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს წევრად.