თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ლიდსის უნივერსიტეტში

 

2012 წლის 23-27 აპრილს, TEMPUS-ის პროექტ MUMEENA-ს ფარგლებში, ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სამედიცინო განათლების ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია: რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა და სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია.

თსსუ-ს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ დელეგაციები უკრაინის და აზრბაიჯანის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან (კიევის სამედიცინო უნივერსიტეტი, ივანო-ფრანკოვსკის სამედიცინო უნივერსიტეტი, ბაქოს სამედიცინო უნივერსიტეტი და ნახჭევანის სამედიცინო უნივერსიტეტი).

განიხილებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის გადამზადების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და პროცედურული საკითხები; შერჩეული იქნა რამდენიმე სასწავლო მოდული, რომელთა სწავლებით დაიწყება ცენტრის ფუნქციონირება. თსსუ-ს მიერ წარმოდგენილმა გეგმამ აკადემიური პერსონალის გადამზადების ცენტრის სტრუქტურის და მენეჯმენტის შესახებ დიდი მოწონება დაიმსახურა ლიდსის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის და შეთავაზებული იქნა სხვა დელეგაციებისთვის, როგორც ნიმუში.

2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაიგეგმა ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. დელეგაციის წევრები შეხვდებიან უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს და ჩაატარებენ ტრენინგებს.