Global Medical Discovery

 

 

Global Medical Discovery [ISSN 1929-8536] სერია აქვეყნებს იმ სამეცნიერო სტატიებს, რომელიც GMD–ს სამეცნიერო საბჭოს მიერ აღიარებულია, როგორც საინტერესო, სიახლეების შემცველი, აქტუალური  და მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა მეცნიერებასა და მედიცინაში.სტატიების შერჩევა ხდება მაღალი რეიტინგის (იმპაქტ ფაქტორის) მქონე ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებიდან.

GMD–ს მიზანია:

  1. გააცნოს სამეცნიერო საზოგადოებას მეცნიერებაში არსებული მნიშვნელოვანი სიახლეები და თანამედროვე სამედიცინო აღმოჩენები;
  2. ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების და სიახლეების დანერგვას მედიცინაში, და დაეხმაროს  კომპეტენტური და მსოფლიო დონის სამეცნიერო ძალის შექმნას ფარმაცევტულ ინდუსტრიაში;
  3. ხელი შეუწყოს ნიჭიერ მეცნიერთა სტატუსის ამაღლებას და პოპულარიზაციას საერთაშორისო ფარმაცევტული ინდუსტრიის სფეროში;
  4. უზრუნველყოს იდეების და წარმატებული სამეცნიერო გამოცდილების ხელმისაწვდომობა ონლაინ პუბლიკაციების მეშვეობით.

ამ მხრივ მნიშვნელოვან წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ თსსუ–ს პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის ქეთევან ღამბაშიძის  სამეცნიერო კვლევა და ნაშრომი „Antitumor and adjuvant effects of phagelysates of E.coli in mice with Ehrlich carcinoma“,GMDსსამეცნიერო საბჭოს მიერ გამორჩეული იქნა ბოლო დროს მაღალი მაღალი რეიტინგის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნებული 20.000 სტატიიდან, როგორც მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევა, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ფარმაცევტული ინდუსტრიის, და შესაბამისად,  სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის.

   

GMD–ს სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენელი რობერტ სმიტი, სამეცნიერო საბჭოს სახელით გამოგზავნილ წერილში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი სახის მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევები აუცილებლად იმსახურებენ საერთაშორისო აღიარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს  პროფესორ ქეთევან ღამბაშიძის, როგორც მეცნიერ–მკვლევარის და შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩინებას, სადაც ტარდება აღნიშნული კვლევები.  

აღსანიშნავია ასევე, რომ პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე 2012 წლის სექტემბრში საერთაშორისო ჟურნალ "Experimental Oncology"–ს საგამომცემლო საბჭოს მიერ მიწვეული იქნა ექსპერიმენტული ონკოლოგიის სფეროში წარმოებული კვლევების ექსპერტად.