„ჯანმრთელი დაბერების კვირეული“

2012 წლის 3-7 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, ფარმაციის ფაკულტეტის, „ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ და „ჯანდაცვის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაციის“ ორგანიზებით, ჩატარდა „ჯანმრთელი დაბერების კვირეული“. მთელი კვირის განმავლობაში განხორციელდა როგორც შემეცნებითი, ასევე სპორტული და გასართობი ღონისძიებები, მოეწყო ფოტო – და ნახატების გამოფენა.

7 აპრილს კუს ტბაზე მოეწყო მასშტაბური სპოტული ღონისძიებები, რომელშიც თსსუ–ის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. 

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: ენერგეტიკული სასმელი „RED BULL“, კომპანიები: „ტენტორიუმი“, „ORIFLAME“, „ბადაგონი“, „ ფლატე“, კლინიკა „ჯანმრთელი ქალი“ და „ჯანმრთელობის ცენტრი“.