თსსუ–ის წარმომადგენლობით საბჭოში მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები

2019 წლის 2 აპრილს გაიმართა თსსუ–ის წარმომადგენლობით საბჭოში მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი სექტორის სტუდენტებმა. საარჩევნო სიით მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტზე ამ ეტაპისთვის ირიცხება 1467 სტუდენტი, აქედან არჩევნებზე გამოცხადდა და ხმა მისცა  107 სტუდენტმა (საერთო რაოდენობის 7.29 %). აღნიშნული ხმები განაწილდა 4 კანდიდატს შორის, რომლებიც წარმოადგენენ მედიცინის უცხოენოვანი ფაკულტეტის სტუდენტებს წარმომადგენლობით საბჭოში. 

თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოში  წევრებად არჩეულ იქნენ:

1. ნინო სინატაშვილმა

2. ანნა მარღია

3. Sudhanthirappriyan Sivanesan 

4. John Joshva Samuel John Peter Paul