2 აპრილი– აუტიზმის საერთაშორისო დღე

2012 წლის 30 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია "აუტიზმი საქართველოში".

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მაკო კაპანაძე და გიორგი მუხიგულაშვილი, მოწვეულები იყვნენ ფსიქოლოგი რუსუდან მხეიძე და აუტიზმის საზოგადოების წარმომადგენელი, ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი, რომელმაც წარმოადგინა საკუთარი დოკუმენტური მასალა "აუტიზმის სიმპტომები".

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს, ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე მოეწყო საინფორმაციო მსვლელობა. პარალელურად, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დარიგდა ბუკლეტები სახელწოდებით– „რა არის აუტიზმი?“.