მარსელის ხმელთაშუაზღვის სამედიცინო უნივერსიტეტის (საფრანგეთი) პროფესორ ეველინ ოლივიეს ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია მარსელის (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიისა და ჰომეოპათიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ეველინ ოლივიე.

ფრანგმა კოლეგამ, 27–28–29–30 მარტს, თსსუ–ის სადისერტაციო დარბაზში ჩაატარა ლექციები ფარმაციის ფაკულტეტის III და IV კურსის სტუდენტებისთვის შემდეგ თემებზე: 

27/მარტი - “ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, როგორც სამკურნალო საშუალებების წყარო”.
28/მარტი - “ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი და ადაპტოგენური სამკურნალო მცენარეები”.
29/მარტი - “სედაციური და ანტიდეპრესიული მოქმედების სამკურნალო მცენარეები”.
30/მარტი - “ვენების ქრონიკული დაავადებებისას გამოყენებული სამკურნალო მცენარეები".

მსგავსი ხასითის ლექციები მომავალშიც გაგრძელდება.