თსსუ-ის რექტორის შეხვედრა მარსელის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) პროფესორთან ეველინ ოლივიესთან

2012 წლის 28 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტის პროფესორს ეველინ ოლივიეს. შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

შეხვედრის დროს ისაუბრეს ერთობლივი პროექტების შესახებ. დაისახა სამომავლო გეგმები.

თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს მარსელის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტთან. შესრულებულია ერთობლივი სამეცნიერო პროექტები. ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტები და თანამშრომლები გადიან სტაჟირებას მარსელის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტში. პროფესორი ეველინ ოლივიე პარალელურად კითხულობს ლექციებს თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრებისთვის.