თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა ტემპუსის პროექტში

2012 წლის 12–17 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტები ნინო კანდელაკი და ივანე კუგოტი მონაწილეობდნენ კიევში (უკრაინა) დოქტორანტებისთვის აკადემიური წერის სწავლებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა ტემპუსის პროექტის „სტურქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარება საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში“ ფარგლებში.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ მაასტრიხის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორები, ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის ექსპერტები ბობ ვილკინსონი და კლაივ ლოურენსი. შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის პარტნიორები ტემპუსის პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიევ–მოჰილას აკადემიის (უკრაინა) წარმომადგენლები.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის სწავლების ყველა ასპექტი.

დასასრულს გადაწყდა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში, ერთმანეთთან შეაჯერებს და წარადგენს აკადემიური წერის სწავლების შედეგად მიღებულ ზოგადი და სპეციფიკური კომპეტენციების ჩამონათვალს (პროექტს), რომელიც მომავალში, შესაძლებელია, გახდეს უნივერსიტეტებში განხილვისა და შეფასების საგანი.