სამუშაო შეხვედრა თსსუ–ში ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ჩატარების შესახებ

2012 წლის 7 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივრსიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ჩატარების შესახებ. შეხვედრა ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ამერიკის განვითარების სააგენტოს პროგრამა „შენარჩუნება“–ს (USAID SUSTAIN) მხარდაჭერით.

შეხვედრას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვვების ცენტრის დირექტორი ირმა მანჯავიძე. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, ამერიკის განვითარების სააგენტოს ინფექციურ სნეულებათა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფროსი მრჩეველი თამარ სირბილაძე და ამერიკის განვითარების სააგენტოს პროგრამა შენარჩუნების (USAID SUSTAIN) დირექტორი ფილიპ ლემეი. ძირითადი მოხსენება ოსლოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ჩატარების პრაქტიკულ გამოცდილების შესახებ წარმოადგინა ოსლოს უნივერსიტეტის ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის პროფესორმა ბაბილ სტრეი პედერსონმა.

   

შეხვედრაზე მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის შესახებ, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ოსლოს უნივერსიტეტში ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკურ გამოცდაზე (OSCE) დასწრება, პრაქტიკული მითითებების მიღება და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტის ბაზისური და კლინიკური დეპარტამენტების წარმომადგენლები. ძირითადი მოხსენების ირგვლივ გაიმართა დისკუსია ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პრაქტიკულად ჩატარების საკითხებზე.

შეხვედრის შემდგომ ამერიკის განვითარების სააგენტოს ინფექციურ სნეულებათა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფროსმა მრჩეველმა თამარ სირბილაძემ, ამერიკის განვითარების სააგენტოს პროგრამა „შენარჩუნება“ (USAID SUSTAIN) დირექტორმა ფილლიპ ლემეიმ და ჯორჯ სნოუს ინსტიტუტის (JSI) წარმომდგენელმა ლიკა უმიკაშვილმა დაათვალიერეს თსსუ–ის კლინიკური უნარ-ჩვვების ცენტრი. გამოხატეს მხრდაჭერა – ხელი შეუწყონ სამედიცინო განათლებისა და სწავლების გაუმჯობესებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

დასასრულს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა დავით ჭავჭანიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს სამედიცინო უნივერსიტეტისთვის გაწეული დახმარებისთვის.