შეხვედრა არდაგანის (თურქეთი) უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან

2012 წლის 7 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე შეხვდენენ არდაგანის (თურქეთი) უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ რამაზან ქორქმაზს, რომელიც, ამავე დროს, არის კავკასიის საუნივერსიტეტო საბჭოს თავმჯდომარე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის უნივერსიტეტის რექტორი და კავკასიის საუნივერსიტეტო საბჭოს თანათავმჯდომარე, პროფესორი თინათინ გელაშვილი და არდაგანის უნივერსიტეტის პროფესორი როინ კავრელიშვილი.

შეხვედრაზე განხილული იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კავკასიის საუნივერსიტეტო საბჭოში გაწევრიანების შესაძლებლობა. მხარეები შეეხნენ, ასევე, თსსუ-ის სტუდენტთა და რეზიდენტთა მონაწილეობის საკითხს გაცვლით პროგრამებში, უფრო ახლო კონტაქტების დამყარების პერსპექტივას ჩვენი რეგიონის თურქულ უნივერსიტეტებთან.