ავსტრიისა და გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორების ლექციები თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

2019 წლის 18 მაისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან:  გრაცის საუნტივერსიტეტო კლინიკის (ავსტრია)  გულის ცენტრის ხელმძღვანელი თსსუ საპატიო დოქტორი, პროფესორი ოტო დაპუნტი და ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) გულის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰარალდ აიშტეტი, რომლებიც თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის  წაიკითხავენ ლექციებს თემაზე:

1. სისხლის მიმოქცევის დამხმარე მექანიკური სისტემები გულის ტერმინალური უკმარისობის დროს

პროფესორი ოტო დაპუნტი  

2. გულის სარქვლოვანი პათოლოგიების ტრანსკათეტერული მკურნალობა

პროფესორი ჰარალდ აიშტეტი 

ლექციების ჩატარების დრო:  18 მაისი, 12:30 სთ.

ჩატარების ადგილი: თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი, გუდამაყარის ქ. 4)