საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სახელობითი სტიპენდიები

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის (პრეზიდენტი ვალერი ახალკაცი, გენერალური მდივანი ზურაბ კახაბრიშვილი) გადაწყვეტილებით, 2015 წელს ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული თამაშებისთვის სპორტსმენთა მზადების პროცესში მონაწილეობის მიზნით, შერჩეულ იქნა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: დავით შამათავა (კრივი), ლევან კიკნაძე (კალათბურთი), გიორგი ჭინჭარაული (ძალოსნობა), ბიძინა ამაშუკელი (ჩოგბურთი), გიორგი მგელაძე (ჭიდაობა), თეიმურაზ მგელაძე (ძიუდო), გიორგი ქავთარაძე (სამბო), დიმიტრი ბაღათურია (ხელბურთი). აღნიშნულ სტუდენტებს დაენიშნათ 400 ლარიანი სტიპენდია.

პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილის პირადი გადაწყვეტილებით სტიპედიანტებს: სალომე გაზდელიანს, გიორგი ჭინჭარაულსა და თამარ უთურგაიძეს სტიპენდიებზე დანამატის სახით მიეცემათ 50 ლარი.