„განათლების საერთაშორისო გამოფენა – 2013“

2013 წლის 15–16 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო "განათლების საერთაშორისო გამოფენა – 2013"–ში, რომელიც ჩატარდა გამოფენების ცენტრში “ექსპო ჯორჯია”.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი მარინა ციმაკურიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზაზა ტალახაძე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგამოფენო-საინფორმაციო სტენდი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მიეღო ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, შეხვედროდა უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს, მიმართულებების ხელმძღვანელებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახალი სასწავლო პროგრამები: "დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა" და ქართულ–ფრანგული პროგრამა – "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი".

გამოფენა ორგანიზებული იყო გამოფენების ცენტრის “ექსპო ჯორჯია”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის მიერ.