ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტი იწყება

7-დან 16 მაისის ჩათვლით თბილისში  „საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის“ ორგანიზებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით  ჩატარდება ყველაზე გასართობი, შემეცნებითი და მასობრივი სტუდენტური ფესტივალი. 


7 მაისს, 20:00 საათზე ახალი თბილისის ტერიტორიაზე (მის:დიღომი ოლიმპიური პარკი) გაიმართება ფესტივალის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება შემდეგი პროგრამით:

ფესტივალის ოფიციალური გახსნა.

მონაწილე უნივერსიტეტებისთვის სამახსოვრო სიგელების გადაცემა.

ჯგუფი "სახე".

DJ Papaskiri


ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია! 

პირველად 2019 წლის სტუდენტურ ფესტივალში ჩაერთვება ყველა საუნივერსიტეტო ქალაქი და მის განსახორციელებლად მოეწყობა სტუდენტური ქალაქი ახალი თბილისის ტერიტორიაზე, სადაც ჩატარდება შემდეგი სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები:

;მინი ფეხბურთი;

ქუჩის კალათბურთი;

ფრენბურთი;

ქართული ცეკვა;

ხალხური სიმღერა;

თანამედროვე ცეკვა;

მუსიკალური ბენდების კონკურსი.

 „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2019“-ს მიზნებია:  

ცხოვრების  ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;

სტუდენტური ცხოვრების განვითარება;

სტუდენტებს  შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება;

სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის  რეალიზაციის  ხელშეწყობა.       

ფესტივალში ჩართვა შეუძლია საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.

გამოვლინდება სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებული უნივერსიტეტი, იაქტიურეთ და უგულშემატკივრეთ თქვენს სტუდენტებს. 

გელოდებით ყველა დაინტერესებულ პირს

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ  სტუდენტურ თვითმმართველობას.

გისურვებთ წარმატებებს!