პროფესორ დავით მეტრეველის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში

2013 წლის 15–21 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ენდოკრინოლოგიის მიმართულების პროფესორი დავით მეტრეველი ოფიციალური მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ რჟეჟოვში (პოლონეთი) „პედიატრ ენდოკრინოლოგთა ევროპული საზოგადოების (ESPE)“ მიერ ორგანიზებულ „პედიატრიული ენდოკრინოლოგიის XVIII ზამთრის სკოლის“ პედაგოგად. „ზამთრის სკოლაში“ მონაწილეობას იღებდნენ დარგის ცნობილი სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან.

„პედიატრიული ენდოკრინოლოგიის XVIII ზამთრის სკოლის“ განმავლობაში კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, როგორც ენდოკრინოლოგიის, ასევე პედაგოგიკის საკითხებში.

„პედიატრიული ენდოკრინოლოგიის ზამთრის სკოლა“ ტრადიციულია და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. იგი საშუალებას აძლევს კოლეგებს მუდმივად გაუზიარონ ერთმანეთს უახლესი ინფორმაცია და გამოცდილება პროფესიული მიმართულებით.