თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ზამთრის სკოლა 2013“

2013 წლის 14 – 22 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დაბა ბაკურიანში ჩატარდა სტუდენტური საგანმანათლებლო პროექტების ციკლი  „ზამთრის სკოლა 2013“. პროექტი მოიცავდა ტრენინგების ციკლს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების მიხედვით. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

"კვლევის მეთოდები და კვლევითი უნარ–ჩვევები" 

2013 წლის 14-17  თებერვალს, დაბა ბაკურიანში თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ინიციატივითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა  მეორე საერთაშორისო სკოლა-სემინარი “კვლევის მეთოდები და კვლევითი უნარ-ჩვევები ჯანდაცვაში”.

სკოლა-სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ოთხი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები.

საქართველოს მხარე წარმოდგენილი იქნა თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებით, მაგისტრანტებითა და სტუდენტებით. სომხეთის მხარე  წარმოდგენილი იქნა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ვიცე-რექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სხვადასხვა დეპარტამენტის პროფესორები, სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები და რეზიდენტები. აზერბაიჯანის მხარეს წარმოადგენდნენ აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ხოლო თურქეთის მხარეს -

 FAHIT– ისა  და შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები.

კონფერენციის ბოლოს ჩატარდა ნაციონალური საღამო, რომლის დროსაც  სტუმრებმა მოამზადეს და შემდგომ ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ ეროვნული კერძებით.

სკოლა–სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა  სერთიფიკატები და სუვენირები. 

"პირველადი სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება"

2013 წლის 16-22 თებერვალს,  დაბა ბაკურიანში ჩატარდა  ტრენინგების ციკლი თემაზე – „პირველადი სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება“.  ლექციები წაიკითხეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიური თეატრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კონსტანტინე ჩუტკერაშვილმა და მოწვეულმა პედაგოგმა, პროფესორმა ირაკლი ამირანაშვილმა.

თეორიული სწავლების დასასრულს გაიმართა სცენების იმიტაცია, სადაც „დაზარალებულებს“ დახმარება გაუწიეს ტრენინგის მონაწილეებმა.

აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობდა თსსუ–ის სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის 90  სტუდენტი.

ტრენინგების დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ „ზამთრის სკოლა 2013“–ის სერთიფიკატები. 

"ადამიანის სხეულის ენა"და
"
კონფლიქტური სიტუაციებმარვა"
 

2013 წლის 19-21 თებერვალს, დაბა ბაკურიანში,  თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი "ადამიანის სხეულის ენა" და "კონფლიქტური სიტუაციების მართვა". მოწვეული იყვნენ ტრენერები: წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი ეთერ ტაბატაძე. ტრენინგის მიმდინარეობაში სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები და ცდილობდნენ შეეძინათ მათთვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები. ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი, ხოლო ოთხი ყველაზე აქტიური სტუდენტი: ბაიკო ჯონჯუა, სალომე ბერია, შოთიკო ტატიშვილი, დავით ცაავა  დაჯილდოვდნენ სახელმძღვანელოებით, წიგნებით და სამახსოვრო სუვენირებით. 

"სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია"

2013 წლის 19-21 თებერვალს, დაბა ბაკურიანში, თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის და თსსუ–ის ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით  ჩატარდა  „სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია“.  კონფერენცია გახსნეს და სიტყვით გამოვიდნენ თსსუ–ის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი და პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი – მარინა გიორგობიანი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ:

  1. თინათინ რურუა – „ღვიძლის ამებოიდური აბსცესის ადრეული დიაგნოსტიკის კრიტერიუმები“ (მედიცინის ფაკ, IV კურსი);
  2. თინათინ ჭუმბურიძე „შრომის უნარიანობის გამაუმჯობესებელი საშუალებები“   (მედიცინის ფაკ, IV კურსი);
  3. თამთა კორინთელი – „ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი“  (მედიცინის ფაკ, IV  კურსი);
  4. თამარ წიკლაური – „კვლევები სმენით მხედველობაზე“ (მედიცინის ფაკ, IV კურსი);
  5. ვალერი მუმლაძე – „მიკროტექნოლოგიები ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიაში“ (ფარმაციის მაგისტრი);
  6. თეა ბაქრაძე – „საქართველოს სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური სამსახურის სისტემა“ (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, III კურსი). 

მონაწილეებს გადაეცათ სამედიცინო ლიტერატურა და სერთიფიკატები. 

პროექტი „ზამთრის სკოლა 2013“ დასრულდა საზეიმო წვეულებით.