თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ია ავალიანის ოფიციალური ვიზიტი ERASMUS MUNDUS–ის 2013 წლის ახალი პროექტის – „MEDEA“–ს (MEDical Universities Alliance) მენეჯმენტის შეხვედრაზე

2013 წლის 18–22 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ტულუზაში (საფრანგეთი) ERASMUS MUNDUS–ის 2013 წლის ახალი პროექტის – „MEDEA“–ს (MEDical Universities Alliance) მენეჯმენტის შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ პროექტ MEDEA–ს კოორდინატორი და აპლიკანტი უნივერსიტეტია ტულუზის პოლ საბატიერის სახელობის უნივერსიტეტი, ხოლო რეგიონალური კოორდინატორი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ კოლეგები თსსუ–ის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან: უნიმენის მენეჯმენტის აკადემიის პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორი, პროფესორი ალენ სომბარდიერი, ტულუზის პოლ საბატიერის სახელობის უნივერსიტეტის ევროპული ოფისის უფროსი სევერინ ლორი, მედიცინის ფაკულტეტის ერასმუსის პროგრამების კოორდინატორი, პროფესორი მეიერ ელბაზი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი, პროფესორი მიშელ ატგიობი, პროექტ MEDEA–ს პროგრამის კოორდინატორი მოდ პერირ-კამბი და ემერიტუს პროფესორი – ჟან-კლოდ მიურატი.

     

შეხვედრისას კოლეგებმა განიხილეს და დაამტკიცეს კონსორციუმის შემადგენლობა. ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი მობილობების რაოდენობა,  ხანგრძლივობა, ბიუჯეტი, სტუდენტების, დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები, პროგრამის განხორცილებისა და წარმატებისთვის აუცილებელი საკითხები.

პროფესორი ია ავალიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალწლიან პარტნიორ ტულუზის ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკას, სადაც შეხვდა კლინიკის საქართველოსთან ურთიერთობათა კოორდინატორს, ბატონ არნო გარნიერს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში ბოლო 15 წელია საზაფხულო სტაჟირებას გადიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელები, რეზიდენტები და ახალგაზრდა ექიმები. ბატონმა არნო გარნიერმა კმაყოფილება გამოთქვა ქართველი სტუდენტების მომზადების დონით და ფრანგული ენის ცოდნით, რაც საფუძველი იქნება კლინიკაში სტაჟირების ტრადიციის გაგრძელებისა.

შეხვედრისას ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა ტულუზის გამოჩენილი პედიატრების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც ფრანგი კოლეგები სტუდენტებისთვის წაიკითხავენ ლექციების.