წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის 
დღის წესრიგი 

13 მაისი 2019 წელი 
16:00 სთ 


1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა (მომხს. - საბჭოს სპიკერი, პროფესორი გია თომაძე).

2.   სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ინვესტორისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის (დაახლოებით 10 000 კვ. მ ფართის ოდენობით) აღნაგობის უფლებით (49 წელი) გადაცემა, შემდგომში ამ ტერიტორიაზე 1000 – 1200 სტუდენტზე საერთო საცხოვრებლის აშენებისა და შემდგომში მართვის მიზნით (მომხს. - კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე).

3. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების საკონკურსო საშტატო ერთეულების დამტკიცების შესახებ (მომხს. - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ლიზა ზაზაძე).

4. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების შესახებ (მომხს. - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ნინა მარიამიძე).

5. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების შესახებ (მომხს. - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ნინა მარიამიძე).

6. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დებულებაში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შესახებ (მომხს. - ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ია ფანცულაია).

7. სადოქტორო კვლევის პროგრამის „გულის ქრონიკული უკმარისობის და ასიმპტომური ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებში შარდმჟავის დონის დაქვეითების გავლენა კარდიულ ფუნქციებზე“ (მომხს. - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე).

სხვადასხვა: