შეხვედრა სამედიცინო ტურიზმის კომპანიის “On Medic” (ისრაელი) წარმომადგენლებთან

2013 წლის 15 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე შეხვდნენ სამედიცინო ტურიზმის კომპანიის “On Medic”  (ისრაელი) ხელმძღვანელს  ოლგა კარპინჩიკს და კომპანიის წარმომადგენელს საქართველოში - ნოდარ მეტრეველს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისრაელის  წამყვან კლინიკებთან და საავადმყოფოებთან მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე ურთიერთობის საკითხები კომპანიასა და საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის ტელემედიცინის მიმართულებით.