ათათურქის უნივერსიტეტი აცხადებს 2 ვაკანსიას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველთათვის (ცხოვრების და კვების ხარჯებს ფარავს მომწვევი უნივერსიტეტი); საზაფხულო სკოლა გაიმართება 2019 წლის 24 ივნისიდან 05 ივლისამდე.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2019 წლის 31 მაისი
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N.33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის IV სართული, ოთახი N419.
საზაფხულო სკოლის პროგრამა: (იხ. მიბმული ფაილი)