თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საჩუქრად გადაეცა დენტალური იმპლანტაციის შესწავლისათვის საჭირო საშუალებები

2013 წლის 21 მარტს, ისრაელის კომპანია ,,Alpha-Bio tec”–მა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უსასყიდლოდ გადასცა დენტალური იმპლანტაციის შესასწავლად  საჭირო საფანტომო საშუალებები: ზედა და ქვედა ყბის მულაჟები, იმპლანტები, ქირურგიული ინსტრუმენტები და სხვა.

კომპანია “Alpha-Bio tec”  25 წელზე მეტია, მსოფლიოს  წამყვანი კომპანიაა დენტალური იმპლანტების, პროთეზების, ბიო-მასალებისა და სტომატოლოგიური  ინსტრუმენტების განვითარებისა  და წარმოების   სფეროში.

,,Alpha-Bio tec”-ის ექსკლუზივის მფლობელი კომპანია ,,Impladent”-ის  წარმომადგენლებმა, აღმასრულებელმა დირექტორმა  ლევან კაკაბაძემ და კომპანიის მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ, სასწავლო მასალები სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ს. მღებრიშვილს გადასცეს.