„ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“

2013  წლის 22, 24 მარტს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართელობის, „USAID-საქართველოს“, „წითელი ჯვრისა“ და თსსუ-ის ფთიზიატრიის დეპარტამენტის  ორგანიზებით “ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“ აღინიშნა.  

22 მარტს ჩატარდა საჯარო  ლექცია. მოხსენება  წაიკითხეს  ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის, ადვოკაციის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მობილიზების კოორდინატორმა ეკატერინე სანიკიძემ, თსსუ–ის  ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლამარა ვაშაკიძემ, „USAID“ ტუბერკულოზის  პრევენციის პროექტის დირექტორმა  თამარ გაბუნიამ,  ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის კეთილი ნების ელჩმა  ზაალ ჩიქობავამ.

მოხსენებები წაიკითხეს ასევე  თსსუ–ის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა:  თეა ბაქრაძემ  – „ტუბის პრევენციისატვის საჭირო ღონისძიებები“  (მედიცინის ფაკულტეტი, III კურსი.), ანი ბერაიამ და  მარიამ ბერიძემ – „მკურნალობისა და დიაგნიოსტიკის მეთოდები“ (მედიცინის ფაკულტეტი, II კურსი).

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ: „USAID-საქართველოს“  ტუბერკულოზის პრევენციის  პროექტისა  და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტები.

     

24 მარტს, პროექტის ფარგლებში სტუდენტები შეიკრიბნენ „მთაწმინდის პარკში“,  დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, მოირთო სიმბოლური „ნატვრის ხე“, რომელზეც სტუდენტები ამაგრებდნენ საკუთარ სურვილებსა და დევიზებს ტუბერკულოზის თემაზე.   აქციის მონაწილეების  მიერ გაკეთდა „TB“–ის ლოგოს ფორმის ცოცხალი ჯაჭვი და მოიხატა „მთაწმინდის პარკის“ გარე ფასადი.