ჰანოვერის სამედიცინო სკოლის (გერმანია) დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 5 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა ჰანოვერის  სამედიცინო სკოლის (გერმანია), ლაიბნიცის ბიოტექნოლოგიებისა და ხელოვნური ორგანოების კვლევითი ლაბორატორიების (LEBAO) ხელმძღვანელს, რეგენერაციული ბიოლოგიისა და რეკონსტრუქციული თერაპიის (REBIRTH) მიმართულების კოორდინატორს, პროფესორ  ულრიხ მარტინს  და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს მერაბ ჩაჩიბაიას.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი  მანანა ქუთელია,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კვებისა და ასაკობრივი მედიცინის მიმართულების ასოცირებული პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე და ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკის და ეკონომიკის მიმართულების პროფესორი ირინა ზარნაძე.

ოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც მოიცავს სამეცნიერო–კვლევით და საგანმანათლებლო  მიმართულებებს.