გერმანიაში სტაჟირების მსურველთა შესარჩევი გასაუბრება

17 ივნისს 15:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე (სამბჭოების დარბაზი) პროფ. ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამით გერმანიაში სტაჟირების მსურველთა შესარჩევ გასაუბრებას ჩაატარებს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მედიცინის მეც. დოქტორი, ამავე უნივერსიტეტის აკადემიური კლინიკის ქირურგიული განყოფილების უფროსი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის საპატიო დოქტორი, გერმანიის და ბავარიის ექიმთა ასოციაციის წევრი (DÄK) (BLÄK), გერმანიის ქირურგთა საზოგადოების წევრი (DGCH), გერმანიის ზოგად/ და ვისცერალ ქირურგთა საზოგადოების წევრი DGAV), გერმანელ ქირურგთა კავშირის წევრი (BDC), მსოფლიო ქირურგთა ასოციაციის კანდიდატი ISS/SIC ბ-ნი გიორგი გრიგოლია.

მოთხოვნები:

გერმანული ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი ცოდნა და გამართულად საუბარი (B2-C1 დონე).

პირობები:

პრაქტიკის ფარგლებში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით, კვებით და მიიღებენ პროფ. ნოდარ გრიგოლიას გერმანიაში დაარსებული ფონდიდან სტიპენდიას. ასევე განახლდება პროფ. გიორგი გრიგოლიას სტიპენდია, რომელსაც მიიღებს საუკეთესო სტუდენტი მედიცინის დარგში.

პრაქტიკის პერიოდი:

Schongau: 1ივლისიდან 3 თვე, სტიპენდია 350 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ;

Weilheim: 1 ივლისიდან 2 თვე, სტიპნედია 350 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ;

Landshut: 1 აგვისტოდან 2 თვე, სტიპენდია 150 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ.

01.11.2019 კლინიკუმ კაუფბეურენში სამ თვიანი სტაჯირებით მეექვსე კურსის სტუდენტი ან ქირურგიის რეზიდენტი. პირობები: ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევრო, უფასო საცხოვრებელი კლინიკის გვერდით არსებულ საერთო საცხოვრებელში, და უფასო კვება. კანდიდატმა უნდა წარმოაჩინოს ქირურგიასა და გერმანული ენის განსაკუთრებით მაღალი ცოდნა. სხვა მიმართულების რეზიდენტების მონაწილეობა ამ პროგრამაში არ დაიშვება!

ასევე 01.10.2019-დან გრძელდება პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის სტიპენდიის გაცემა იმ სტუდენტზე, რომელიც გამოირჩევა ქირურგიის განსაკუთრებულად კარგი ცოდნით.

გამორჩეულ სტუდენტს 01.10.2019 დან მოყოლებული მთელი სასწავლო წლის დასრულებამდე პირადად ჩემი დანაზოგიდან დაენიშნება სტიპენდია, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით

ამ სტუდენტის არჩევა მოხდება პარალელურად იმ გასაუბრებისა, რომელსაც 04.04.2019 ჩავატარებთ სამედიცინო უნივერსიტეტში.

სტიპენდიის გაცემის პირობები მდგომარეობს შემდგომში: 

1. სტუდენტი უნდა იყოს მე/6 კურსელი , ანუ აქტუალურად ირიცხებოდეს 5/კურსზე; 

2.გამოირჩოდეს ზოგადი და კერძო ქირურგიის განსაკუთრებულად კარგი ცოდნით; 

3.დადებით ფაქტორად შეფასდება სტუდენტის ზოგადი განათლების მაღალი დონე და უცხოენების ცოდნა.

გთხოვთ, გასაუბრებაზე თან იქონიოთ ფოტოსურათიანი CV და ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი არსებობის შემთხვევაში.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 418).

გისურვებთ წარმატებას!!