შეხვედრა ,,A.M.S. Medical Solution”-ის და ,,On Medic”-ის წარმომადგენლებთან

2013 წლის 12 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა ,,A.M.S.  Medical Solution”-ის დამფუძნებელს აშერ მენდელს (ისრაელი) და ,,On Medic”-ის აღმასრულებელ დირექტორს ოლგა კარპიჩნიკს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თსსუ–ში და მშენებარე ახალ საუნივერსიტეტო კლინიკაში სიმულაციური მედიცინის და ტელემედიცინის განვითარების საკითხები, ასევე, იმსჯელეს აღნიშნულ დარგებში მომავალი თანამშრომლობის შესახებ.

     

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი კონსტანტინოს კარავასილისი და თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს თსსუ–ის კლინიკური უნარ-ჩვევბის ლაბორატორია.