“დასაქმების ფორუმი 2013”

2013 წლის  12  აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა  სტუდენტებთან    და  კურსდამთავრებულებთან   ურთიერთობის   სამსახურის ინიციატივით და  ორგანიზებით მონაწილეობა მიიღო “დასაქმების ფორუმი 2013”-ში, რომელიც გაიმართა სასტუმრო  „შერატონ  მეტეხი  პალასში“.

ფორუმში  მონაწილეობდნენ  სადაზღვევო, ფარმაცევტული, ჰოსპიტალური სექტორის და საერთაშორისო  სამედიცინო კომპანიები, აგრეთვე სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებები.

ღონისძიების   ფარგლებში  სამედიცინო  კომპანიების   ადამიანური  რესურსების  მართვის  დეპარტამენტებს წარმოდგენილი  ჰქონდათ  ვაკანსიები, სადაც  თსსუ–ის დამამთავრებელი კურსის  სტუდენტებმა  და  კურსდამთავრებულებმა  წარადგინეს  რეზიუმეები (CV), გაიარეს გასაუბრება.   წარმატებულ  კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა  დასაქმებულიყვნენ გამოცხადებულ ვაკანსიებზე.

     

ფორუმის  მონაწილე  კომპანიებთან:   “ალდაგი ბი-სი-აი”,  “ჩემი ოჯახის  კლინიკა”, “პე-ეს–პე“, „ჯი–პი–სი“ და „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერთან“  გაიმართა კონსულტაციები და მიღწეულია შეთანხმება სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისა  და ერთობლივი პროექტების განხორციელების  შესახებ.  ზემოაღნიშნული კომპანიები აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ  თსსუ–ის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების   საზაფხულო  სკოლა–სტაჟირების   პროგრამის განხორციელებაში.

ღონისძიების მონაწილეებმა  მიიღეს  ამომწურავი ინფორმაცია და დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები სამედიცინო უნივერსიტეტში მოქმედი ორი ახალი პროგრამის შესახებ: „მედიცინის ამერიკული პროგრამა“  (თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა)  სამედიცინო სკოლის (ESOM) ერთობლივი პროექტი)   და ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიის („უნიმენი“, საფრანგეთი) ერთობლივი პროექტი).

სამედიცინო  უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური ინტენსიურად  აგრძელებს  მუშაობას ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობების განვითარების გზით, თსსუ–ის სტუდენტების და კურსდამთავრებულთათვის ახალი შესაძლებლობების მოძიების, მათი პროფესიული განვითარების    და    შემდგომი  დასაქმების  ხელშეწყობის    მიზნით.