ინსბრუკის უნივერსიტეტის (ავსტრია) ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის ჰერვიგ კოსტრონის ლექციები თსსუ–ში

2013 წლის 15-17 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი პროფესორებისა და სპეციალისტების ჩამოყვანას საქართველოში ლექციების ჩატარებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ინსბრუკის უნივერსიტეტის (ავსტრია) ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი ჰერვიგ კოსტრონი.

გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის აუდიტორიაში, პროფესორმა ჰერვიგ კოსტრონმა  თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის  წაიკითხა ლექციები:

– „ნეიროქირურგიის ძირითადი პრინციპები“ / „Basics in Neurosurgery“;

– „ნეიროონკოლოგია, ნეიროონკოლოგიური დაავადების მკურნალობის
თანამედროვე მეთოდები“ / „Neurooncology; state of the art of the current treatment of neuro-oncological diseases“;

– „ანევრიზმის, სპონტანური სისხლდენის, თავის ტკივილის, სამწვერა ნევრალგიის შემთხვევები“ / „Aneursmas, spontaneous Bleeding, Headake, Trigeminal Neuralgia, Cases“.