პროფესორ იცხაკ ვინოგრადის (ისრაელი) ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 16-18 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი პროფესორებისა და სპეციალისტების ჩამოყვანას საქართველოში ლექციების ჩატარებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია თელ-ავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) სოურასკის სამედიცინო ცენტრის, დანა-დვაკის ბავშვთა ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იცხაკ ვინოგრადი.

     

 

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის აუდიტორიაში პროფესორმა იცხაკ ვინოგრადმა  სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია – “ჰირშპრუნგის დაავადება და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“.

პროფესორმა იცხაკ ვინოგრადმა ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარა კონსულტაციები და საჩვენებელი  ოპერაციები.