2013 წლის 22 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, დაიწყო შიდა ჩემპიონატი მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდა თსსუ-ის სტუდენტებით დაკომპლექტებული 20 გუნდი: „კატენაჩო“, „სიტი”, „მორგი“, „ცენტურიონი“, „გაუჩო“, „ბილწი რამირესი“, „ჰადესი“, „დენტი“, „კოლხა“, „ცელი“, „ემ ვი პი“, „სტარიკები“, „ადრენალინი“, „სუარესი“, „უქიმერიონი“, „ნიგერია“, „ნიგერია 2“, „გალათასარაი“, „ერაყი“, „ჩარი“.
მინიფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური ტური ჩატარდა 19 აპრილს, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები: „კატენაჩო“ და „ნიგერია“.
თამაში ნიგერიის სასარგებლოდ დასრულდა, ანგარიშით 5:1.
ტურნირში გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციები:
საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი პაიჭაძე (სტომატოლოგიის ფაკულტეტი, II კურსი);
საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი საღინაძე (მედიცინის ფაკულტეტი, I კურსი);
საუკეთესო მცველი - კრისტოფერ ზოჰი (მედიცინის ფაკულტეტი, III კურსი);
საუკეთესო მეკარე – რევაზ მანჯგალაძე (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, II კურსი).
ჩემპიონატი მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მედიკოსის, სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის პროფესორის რომანოზ სვანიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს.