2013 წლის 23 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის “წითელ დარბაზში”, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, თეიმურაზ პეტრიაშვილის მხარდაჭერით, გაიმართა პოეტ ერეკლე საღლიანის პოეზიის საღამო.
პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ: ქ. ქუთაისის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა ექვთიმე, პოეტები: ჯარჯი შუქიაური, ოთარ ფალიანი, თემურ თავაძე, ტარიელ ხარხელაური, ელგუჯა ლებანიძე, გულიკო გაბაიძე, ლალი ხვედელიანი, მსახიობი ელგუჯა ბურდული.
პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, „ჩოხოსნები“ : ომარ მხეიძე და მერაბ კირკიტაძე.